ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის თანამდებობაზე

ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1. უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით; (განათლებას  ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონიმიკის მეცნიერების სფეროში მიენიჭება უპირატესობა).
  • 2. აკადემიური საქმიანობის გამოცდილება;
  • 3. აკადემიურ  და მსგავს ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1  წლის გამოცდილება. (უმაღლესი განათლების სფეროში მსგავს  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
  • 4. ინგლისური ენის ცოდნა;
  • 5. უმაღლესი განათლების სისტემის მართვის  ზოგადი  პრინციპებისა და მიდგომების ცოდნა ;
  • 6. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • 7. დროისა და საქმის კარგი მენეჯმენტის განხორციელები უნარი;
  • 8. ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;

ვალდებულებები:

  • 1.ფაკულტეტის მიმდინარე საქმიანობის ადმინისტრირება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა განაწესით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • 2. ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმიანობის გაძღოლა  და ორგანიზება დროის მკაცრად განსაზღვრული პერიოდების გათვალისწინებით;
  • 3. პადაგოგთა აკადემიური (საათობრივი) დატვირთვისა და შესაბამისი ცხრილების შედგენა;
  • 4. პედაგოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან  საქმიანი, თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება;
  • 5. დეკანთან კოორდინაციით ფაკულტეტის საბჭოს , სტუდენტური კონფერენციებისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამეცნიერო  ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და რეალიზება;
  • 6. სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური დავალიანებების მონიტორინგი;
  • 7. სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოსული და აღდგენილი სტუდენტების მიერ გავლილი საგნების პროგრამული თავსებადობის შესახებ დასკვნების მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
  • 8. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხდულ ახალ სტუდენტთა რეგისტრაციისა და დოკუმენტების გაფორმების პროცესების კოორდინირება  და  სწავლების შესაბამისი პროგრამების საფეხურზე სტუდენტთა სიის  სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • 9. ფაკულტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული  კორესპონდენციის წარმოება,  შესაბამისი პასუხებისა და ბრძანებების პროექტების მოზადება;
  • 10. ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა საქმიანობების განხორციელება;

აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge  არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისისა და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დეკანის თანაშემწე, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.

ბანერები