ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი ასისტენტ მკვლევარის თანამდებობაზე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიკრობთა და ფაგების გენეტიკის ლაბორატორიაში ასისტენტ მკვლევარის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
1. კანდიდატი უნდა ფლობდეს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებულ) აკადემიურ  ხარისხს;
2. მინიმუმ 10 წლიანი სამეცნიერო (ლაბორატორიული) მუშაობის საერთო გამოცდილება;
3. ბაქტერიოფაგებთან დაკავშირებული მინიმუმ 5 წლიანი  სამეცნიერო (ლაბორატორიული) მუშაობის გამოცდილება;
4. უცხო ენების ცოდნა : რუსული (თავისუფლად), ინგლისური (კითხვა, თარგმნა, კომუნიკაციის დამყარება უცხოელ კოლეგებთან);
5. კომპიუტერული პროგრამების (Word, Excell,Power Point) ცოდნა, ინტერნეტში მუშაობის, სამეცნიერო მასალის მოძიების შესაძლებლობა;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
შესარჩევ კონკურსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1. კანდიდატის   სამეცნიერო პუბლიკაციათა რაოდენობა  და ხარისხი;
2. პატენტების არსებობა;
3. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება სამეცნიერო სფეროში;
4. კონფერენციებში და საერთაშორისო გრანტებში მონაწილეობის გამოცდილება;
5. შესაბამისი სფეროს სამეცნიერო- კვლევით თრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
6. სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის კანდიდატი;

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:
1. CV
2. დისერტაციის თეზისების  ასლი;
3. სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
4. მიკრობიოლოგიის დარგში მოღვაწე წამყვანი მეცნიერის რეკომენდაცია/დახასიათება;
5. უცხო ენის ცოდნის, თრენინგებში მონაწილეობის ან სხვა სახის სერთიფიკატების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2011 წლის 10 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე - phages@iliauni.edu.ge ან მოიტანონ  მისამართზე: ქ. თბილისი, გოთუას ქუჩა №3, მეორე სართული, ოთახი №9.

გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის 20 თებერვალი.

ბანერები