ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების „ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის და აკადემიურ თანამდებობებზე დასაქმების პირობების", ბიზნესისა და სამართლის საბჭოს 2010 წლის 10 მარტის № 16 სხდომის ოქმის, ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი ჯაფარიძის 2010 წლის 15 მარტის № 02-2670/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. 2010 წლის 12 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებულ-პროფესორის 3 საშტატო ერთეულზე;
2.კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღება კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შუძლია წარმოადგინოს თავისი გეგმა ფაკულტეტის სასაწავლო პროგრამებიდან გამომდინარე ახალი სასწავლო კურსის შემოღების თაობაზე;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან სადოქტორო აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ. გადაწყვეტილიების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე ასწავლოს კურსების შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი ( განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება;
ე) კანდიდატის უნარი, ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებიდან გამომდინარე შექმნას ახალი სასწავლო კურსი;
ვ) გამოცხადებული სამი ასოცირებული პროფესორის ვაკანსიიდან, ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამებში ბიზნეს-ინგლისურის სწავლების გაუმჯობესების საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში ბიზნეს-ინგლისურის სასწავლო პროგრამის გაუმჯობესების გეგმა ან სასწავლო სილაბუსი.
2) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი, რომელიც მიზნად ისახავს ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარებას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საკითხებს: ინგლისურ ენაზე აკადემიური წერის პროცესი, კრიტიკა, ანალიტიკური და კვლევითი რეფერატები, სადოქტორო დისერტაცია, ა.შ. აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ინგლისურ ენაზე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში აკადემიური წერითი უნარების გაღრმავება.
6. საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2010 წლის 13 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5)
7. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 5 ივლისს;
8. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად ჩაითვლებიან და შრომის ხელშეკრულება გაუფორმდებათ 2010 წლის 12 ივლისიდან;
9. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით (სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliaunii.edu.ge
10. ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს დაევალოს ამ ბრძანების ფაკულტეტზე თვალსჩინო ადგილას გამოკვრა.
11. კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისათვის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.
12 უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.

რექტორი                                                                       გიგი თევზაძე

კონკურსანტის შესავსები ანკეტა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

ბანერები