ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე

განცხადებები

1. 2010 წლის 24 მარტიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ხუთ საშტატო ერთეულზე.
2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე
ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო
ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების
გამოცდილება;
6. საბუთების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე. საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 26 აპრილიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 მაისი.
7. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 14 ივნისს.
8. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით (სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge

რექტორი                                                                             გიგი თევზაძე

კონკურსანტის შესავსები ანკეტა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

ბანერები