ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

კონკურსი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2010 წლის 18 თებერვლიდან.

კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა ქონდეს ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.CV
2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
3.ორი ფოტოსურათი
4.აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა
5.ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა

საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, I სართული) 2010 წლის 19 თებერვლიდან 2010 წლის 12 აპრილის ჩათვლით; განცახდებების განხილვა გაგრძელდება 2010 წლის 13 აპრილიდან 10 მაისამდე. არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 10 მაისს.

ბანერები