ილიაუნის სკოლის დაარსების პროექტის ხელმძღვანელი
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (7-12 კლასები) დაარსებას. სწავლის დაწყება დაგეგმილია 2012 წლის სექტემბერში.
ცხადდება კონკურსი სკოლის დაარსების პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
განცხადება შეუძლიათ შემოიტანონ მათ, ვინც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი აკადემიური საფეხურის სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი);
აუცილებელი მოთხოვნები:
• ინგლისური ენის ცოდნა;
• ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება.
სასურველია სამუშაო გამოცდილების ქონა.
განმცხადებელმა 2011 წლის 20 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს:
I. CV;
II. წარმატებული სკოლის ხედვის აღწერა (მაქს. 5 გვერდი).
აღწერა უნდა შედგებოდეს შემდეგი პუნქტებისაგან:
1. სასწავლო მიზნები;
2. სკოლის სტრუქტურა;
3. სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები;
4. სასწავლო მასალები.
შერჩეულ კანდიდატს გაწეული მუშაობა ჩაეთვლება საგანმანათლებლო კრედიტებში, სამუშაოზე დახარჯული საათების შესაბამისად. თავდაპირველად კანდიდატის შერჩევა მოხდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. მუშაობის ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტის ხელმძღვანელი გახდება ახალი სკოლის სასწავლო დირექტორი, საშუალოდ 1000 ლარის თვიური ანაზღაურებით.
სკოლის დაარსების პროექტის ხელმძღვანელის მოვალეობებია:
• დაგეგმოს მომავალი სკოლის ფუნქციონირება რესურსების, პროცესებისა და კურიკულუმის თვალსაზრისით;
• ითანამშრომლოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, საკონსულტაციო ჯგუფთან სკოლის შინაარსობრივი, ფინანსური და ინფრასტრუქტურული დაგეგმვის საკითხებში
• შეიმუშაოს სკოლის მომავალი აკადემიური პერსონალის შერჩევის, მომზადებისა და შეფასების გეგმა;
• კოორდინირება გაუწიოს სკოლის მომავალი აკადემიური პერსონალის დაქირავებას, ტრენინგებსა და მუშაობას.
პროექტის ხელმძღვანელმა სხვა მხარეების თანამონაწილეობით უნდა შეიმუშაოს:
• სკოლის სტრატეგიული გეგმა;
• სკოლის მართვის სახელმძღვანელო;
• სკოლის სასწავლო გეგმა;
• სკოლის აკადემიური პერსონალის მართვის სახელმძღვანელო;
• სკოლის ვებ-გვერდი.
პროექტის ხელმძღვანელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობის საფუძველზე ხდება სკოლის სასწავლო დირექტორი.
სკოლის სასწავლო დირექტორის ძირითადი მოვალეობები იქნება:
• სკოლის სტრატეგიული გეგმის მიზანმიმართულად განხორციელება;
• სასწავლო პროცესის გამართულად მუშაობის კოორდინირება;
• აკადემიური პერსონალის შეფასება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
• სკოლის განვითარების პროცესების კოორდინირება;
• საზოგადოებასთან და თემთან ურთიერთობის ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
• სკოლის ფარგლებში კვლევების ხელშეწყობა;
• სკოლის ფარგლებში სატრენინგო პროგრამების ორგანიზება;
• რაიმე საგნის/კურსის/სასწავლო პროცესის ფარგლებში სწავლება;
• ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირებისა და პროექტების ჩამოყალიბება;
• სკოლის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
• სკოლის წლიური და სხვა ანგარიშების მომზადება და სკოლის საზოგადოებისთვის გაცნობა.
საბუთების მიღება დასრულდება 20 ივნისს, 18.00 საათზე. გასაუბრება კანდიდატებთან შედგება 21-დან 27 ივნისამდე.
საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: school@iliauni.edu.ge