ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. 2010 წლის 22 თებერვლიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ა) მოლეკულური ფარმაკოლოგიის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ბ) ასტრონომიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე;
გ) საბჭოთა კვლევების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
დ) კონდენსირებულ გარემოთა თეორიის მიმართულებით (თეორიული ნანოფიზიკა) სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ე) საბჭოთა კვლევების მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი .
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე
ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო
ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების
გამოცდილება;
6. საბუთების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანატში. საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 22 მარტიდან და გაგრძელდება 2010 წლის 14 აპრილის ჩათვლით. შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 17 მაისს.
7. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით (სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი).

საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge

რექტორი                                                                                გიგი თევზაძე

ბანერები