ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე

განცხადებები

1. 2010 წლის 15 აპრილიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ა) ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 5 საშტატო ერთეულზე;
ბ) კულტურის კვლევების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 4 საშტატო ერთეულზე;
გ) შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
დ) ორიენტალისტიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ე) ფსიქოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე;
ვ) კერძო მეთოდიკების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ზ) ნეიროქიმიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
თ) მცენარეთა ეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ი) მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგიის და მცენარეთა მორფოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
კ) კონსერვაციული ბიოლოგიის და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ლ) ველის კვანტური თეორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
მ) ბიოფიზიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ნ) ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
ო) ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
პ) კულტურის და რელიგიის კვლევების მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
ჟ) შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
რ) პოლიტიკის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
ს) სოციოლოგიის და დემოგრაფიის მიმართულებით სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე.
ტ)ფსიქოლოგიის მიმართულებით სრული პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე;
უ) კონდენსირებულ გარემოთა თეორიის მიმართულებით (თეორიული ნანოფიზიკა) სრული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
2. კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა ( შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა ( სილაბუსი);
ზ) კანდიდატს შეუძლია აგრეთვე წარმოადგინოს სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებს მის შესაბამისობას ამ ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან;
4. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:
ა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ) სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამასთან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი ან ასპირანტი;
5. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასება მოხდება
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმები:
ა) კანდიდატის უნარი, მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე
ასწავლოს კურსები შესაბამის სპეციალობაში;
ბ) პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
გ) სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო
ათი წლის განმავლობაში);
დ) კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების
გამოცდილება;
6. საბუთების მიღება იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანატში. კონკურსი იწარმოებს შემდეგ ვადებში: საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 17 მაისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 7 ივნისის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 9 ივლისს. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს შრომის ხელშეკრულება გაუფორმდებათ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად ჩაითვლებიან 2010 წლის 12 ივლისიდან.
7. საბუთები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი აგრეთვე ელექტრონული ფორმით ( სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის აუცილებელი). საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული ან დისკით, ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: uni@iliauni.edu.ge
8. კანცელარიას დაევალოს ბრძანების ასლების გადაცემა შემდეგი სტრუქტურებისთვის: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საფინანსო სამმართველო, რექტორის აპარატი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი.
9. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის საიტზე და მედიის ბეჭდვით საშუალებებში განთავსება.


რექტორი                                                                                   გიგი თევზაძე

ბანერები