ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ღია კონკურსი ფაკულტეტ საინჟინრო კოლეჯის დეკანის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის 23 მარტის აკადემიური საბჭოს №38 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდეს ღია კონკურსი ფაკულტეტ საინჟინრო კოლეჯის დეკანის თანამდებობაზე, 2010 წლის 12 აპრილიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დოქტორის (ან დოქტორთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
3. სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
4. CV

საბუთების მიღება დაიწყება 2010 წლის 13 მაისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 2 ივნისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, სამუშაო დღეებსა და საათებში.

დეკანის არჩევნები ჩატარდება 2010 წლის 2 ივლისს.

ბანერები