ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ღია კონკურსი ბიბლიოთეკაში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 2011 წლის 6 მაისიდან.

ზოგადი აღწერა
საბიბლიოთეკო ფონდების საერთაშორისო სტანდარტებით კატალოგიზაცია და საერთაშორისო კლასიფიკაციით მათი დალაგება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სტრატეგიული მიზანია. ეს პროცესები ხელს უწყობს ერთი მხრივ, მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად ფონდების გადანაწილებას, დაკომპლექტებას და მეორე მხრივ, საბიბლიოთეკო რესურსებზე სწრაფი და მოხერხებული წვდომის უზრუნველყოფას. 

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრული განაკვეთი 1333 ლარი

ვაკანტური ადგილი: ერთი

ძირითადი მოვალეობები:
•    კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
•    კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის წესების საბიბლიოთეკო საქმიანობაში დანერგვა;
•    საბიბლიოთეკო ერთეულების დამუშავების პროცესის კოორდინირება;
•     კოლექციების შენარჩუნებისა და მოვლის სტრატეგიის შემუშავება, პრაქტიკაში განხორცილება;
•    ფონდების ინვენტარიზაცია;
•    ფონდების მიგრაცია.

შენიშვნა: კონკურსის შედეგად შერჩეულ პირს   ჩაუტარდება ერთკვირიანი ტრენინგი ძირითადი მოვალეობის პუნქტში მოცემული დაავლებების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ.

სამუშაო გამოცდილება:
•    მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
•    პროქტების მართვის ან მასში მონაწილეობის გამოცდილება

განათლება
უმაღლესი განათლება - მეორე ან/და მესამე საფეხურის (ან მასთან გათანაბრებული)

კომპეტენციები
•    დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების უნარი
•    კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი;
•    კონფლიქტების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
•    კვლევის უნარი;
•    ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    მოტივაციის მაღალი დონე;
•    ინგლისური (კარგად)
•    რუსული (კარგად)
•    საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის კარგად განვითარებული უნარი.

კონკურსის ფორმატი
I ეტაპი - მიღებული საბუთების განხილვა;
I I ეტაპი - განკუთვნილია კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის და გულისხმობს სიტუაცუაციური დავალების ნიმუშის შესაბამისი დოკუმენტის შექმნას (იხილეთ თანდართული დოკუმენტი -  დავალების ნიმუში);
II ეტაპი - გასაუბრება;
III ეტაპი - შედეგების გამოქვეყნება.

კონკურსის ვადები
20.05.11 - საბუთების მიღების დასრულება;
25.05.11 - პირველი ეტაპი - სიტუაციური დავალება
31.05.11 - მეორე ეტაპი - გასაუბრება
02.06.11 - საბოლოო შედეგების გამოცხადება

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ
- CV;
- მოტივაციის წერილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 6 მაისიდან 2011 წლის 20 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 13 მაისს 17:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.

დავალების ნიმუში იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში. >>

ბანერები