
ენების ცენტრის დირექტორის ვაკანსია
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ენების ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2010 წლის 16 ნოემბრიდან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში ისწავლება თოთხმეტი თანამედროვე ევროპული და აღმოსავლური ენა. ცენტრი ემსახურება როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისე ფართო საზოგადოების წევრებს. დაინტერესებულ პირებს ცენტრი სთავაზობს ინგლისურ-ქართული და გერმანულ-ქართული სინქრონული თარგმნის კურსებს. ამასთან ერთად, მასში მუშაობს საერთაშორისო საგამოცდო ცენტრები, რომლებშიც ხდება საერთაშორისო სერტიფიცირება გერმანულსა და ესპანურ ენებში.
ენების ცენტრს მართავს დირექტორი ორმოცდაათკაციანი პედაგოგიური პერსონალით. ცენტრის მატერიალური ბაზა შეიცავს სათანადო აუდიო და ვიდეო აპარტურით აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიებს.
ცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის წინაშე ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე. მან უნდა ითანამშორმლოს ფაკულტეტის დეკანსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან იმისთვის, რათა მართოს და განახორციელოს ცენტრის მიზნები ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმების, ეთოსისა და საერთო პოლიტიკის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფილოლოგიაში ან ენების სწავლების მეთოდიკასა და დიდაქტიკაში – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
• მინიმუმ ერთი უცხო ენის ფლობა C 1 დონეზე (დამოწმებული საერთაშორისო სერტიფიკატით);
• უცხო ენის სწავლების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება (დამოწმებული ცნობით);
• უცხო ენის სწავლების მეთოდიკის თეორიული ცოდნა;
• გრანტების მოპოვების წარმატებული გამოცდილება;
• ქართულის, როგორც მშობლიური ენის ფლობა (დამატებით ინგლისური ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
• საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
• სამუშაო გუნდის მართვის გამოცდილება; ჯგუფში მუშაობის უნარი;
• ლიდერობის და მენეჯმენტის უნარები, ინიციატივიანობა, ძლიერი ინტერპერსონალური და მოტივაციური უნარები, საქმისადმი ენთუზიაზმი; სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
• კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი, ისე ზეპირი; სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან და ორგანიზაციებთან კოოპერაციის უნარი;
• კომპრომისის მოძებნის უნარი; კონფლიქტურ სიტუაციებში კონსენსუსის მიღწევისა და დიპლომატიური გამოსავლის მოძებნის უნარები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
2. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3. ორი ფოტოსურათი;
4. ავტობიოგრაფია (CV);
5. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
7. ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ.
საბუთების მიღება განხორციელდება 2010 წლის 16 ნოემბრიდან 2010 წლის 27 დეკემბრამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, სამუშაო დღეების 10 საათიდან 18 საათამდე. საბუთების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შეიძლება მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge