ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

სულიერების შესახებ ხელოვნებაში

ფასი: 3.40
ISBN: 978-9941-18-124-5
ავტორი: ვასილი კანდინსკი
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 192

 

აღწერა

ვასილი კანდინსკის „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ 1910 წელს გამოიცა. ეს ის პერიოდია, როცა მხატვრობაშიც, მწერლობაშიც, მუსიკაში, კინემატოგრაფიაში და, ზოგადად, ხელოვნების ყველა სფეროში რადიკალური, ინოვაციური და ახალი მიმართულებები ჩნდება. თუმცა, კანდინსკის ეს მანიფესტი ისევე, როგორც მაშინ, დღევანდელ რეალობაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ხმამაღალი და მრავლისმთქმელი აღმოჩნდა არამარტო ისტორიული თვალსაზრისით და არამარტო მისი თანამედროვეებისათვის. კანდინსკი ცდილობს, დაინახოს ძირითადი პრინციპი, რაც ხელოვნებას ამოძრავებს. ერთ-ერთი ამგვარი ძირითადი პრინციპი სულიერებაა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია, ვინაიდან თავად ადამიანის სულია მოძრაობაში. ხელოვნება კი ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, თუ სად იმყოფებოდა სული დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, რა იყო მისი მოთხოვნა და რა აღელვებდა მას. ხელოვნება კანდინსკისათვის არის უპირველესი სფერო, სადაც სულში მიმდინარე ეს ცვლილებები აისახება. ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელიც არ უშინდება ფართო მასების უკმაყოფილებას, მიჰყვება „შინაგან აუცილებლობას“ და ქმნის ახალ ფორმებს, რაც ხშირად ფართო მასებისათვის მარტივად აღქმადი არ არის. კანდინსკის აზრით, სწორედ ამიტომ, ხელოვანი ხშირად განწირულია, გაილანძღოს საზოგადოების მხრიდან იმის გამო, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც ის ახალი ფორმით გადმოსცემს, ვერ თავსდება უკვე აღიარებულ ფორმებთან. მიუხედავად საზოგადოებასთან დაპირისპირებულობისა, ხელოვანს არ აქვს უფლება, უარი თქვას საკუთარ მისიაზე. მან ადეკვატური ფორმით უნდა გადმოსცეს ის, რაც კონკრეტული დროის შესაბამისია. მას არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს ამისაგან, ვინაიდან გადმოცემის ნიჭი სწორედ მას გააჩნია და არა სხვას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები