ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

სტრუქტურა და მთლიანობა

ფასი: 4.80
ISBN: 978-9941-18-237-2
ავტორი: პატრიკ სერიო
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 341

 

აღწერა

პატრიკ სერიოს ნაშრომში ნაკვლევია პრაღის ლინგვისტური სკოლის ისტორია. წიგნი თვალნათლივ გვაჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური ფაქტორები მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებასა და მეცნიერთა ურთიერთობებზე. შეგონება, რომ მეცნიერება არ უნდა იყოს პოლიტიკის მხევალი, ყოველთვის შეგონებად რჩება, მაგრამ ზოგჯერ ეს დაძაბულობა ქმნის დიდ მეცნიერულ თეორიებსა და მიმართულებებს. სწორედ ერთ ასეთ მიმართულებაზე გვიამბობს პატრიკ სერიოს წიგნი, რომელშიც ქართველი მკითხველი გაეცნობა საინტერესო მსჯელობას ძალიან ფართო კულტუროლოგიურ ფონზე – ენათა კავშირის გაგების წარმოქმნის ფესვების ძიებიდან, ენებს შორის მსგავსებისა და განსხვავებების კვლევის დასაწყისიდან, ევრაზიულობის სადავო პოლიტიკური თეორიის ძირითადი პუნქტების ჩათვლით.
ეს წიგნი არის სტრუქტურალიზმის ინტელექტუალური საფუძვლების ღრმა და მომცველობითი კვლევა. მასში მსჯელობა მიდის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის მცდელობის ფონზე – ხდება თუ არა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რევოლუციები? მოსალოდნელია თუ არა პარადიგმათა ცვალებადობა ენათმეცნიერებაში, რომელიც ყველაზე უფრო სისტემურია ჰუმანიტარულ დარგებს შორის. ენათმეცნიერების ისტორია გვარწმუნებს, რომ მეცნიერება ვერ ანადგურებს თავის წარსულს. არ არსებობს ლინგვისტური თეორია, რომელმაც წაშალა წინამორბედთა შრომა, მას მხოლოდ პრობლემების გადაჭრაში წინსვლა მოაქვს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვება, როგორ განავითარეს პრაღელმა ენათმეცნიერებმა წინამორბედების დანახული და ნაკვლევი პრობლემები; იმ წინამორბედებისა, რომლებსაც ზემოდან დაჰყურებდნენ, ზოგჯერ დასცინოდნენ კიდეც. ამ წიგნმა ქართველი მკითხველისათვის შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობაც კი შეიძინოს, რადგან აქ შესწავლილია ევრაზიულობის თეორიის ლინგვისტური და პოლიტიკური წანამძღვრები. სასურველია, ქართველი მკითხველი უფრო ახლოს გაეცნოს ამ თეორიის საფუძ¬ვლებსა და მიზნებს. ეს სწორი თვალსაზრისის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამდენად, „სტრუქტურა და მთლიანობა“ საინტერესოა არა მხოლოდ ლინგვისტებისათვის, არამედ ყველა იმ ინტელექტუალისათვის, ვისაც ¬იდეათა ისტორია აინტერესებს.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები