ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

სოციალიზმი ქართულ ფერებში

ფასი:  9.60
ISBN: 978-99940-67-40-4
ავტორი: სტივენ ჯონსი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2007
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 428

 

აღწერა

ქართული სოციალური დემოკრატია ყველაზე წარმატებული სოციალურ-დემოკრატიული მოძრაობა იყო რუსეთის იმპერიაში. მან, მიუხედავად მცირე მასშტაბისა, ბევრი რევოლუციური ფიგურა შვა 1917 წელს. მათ შორის იყვნენ: ირაკლი წერეთელი, კარლო ჩხეიძე, ნოე ჟორდანია და იოსებ სტალინი. წიგნის პირველი ორი თავი სტივენ ჯონსის მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი ისტორიაა მთელი მსოფლიოს მიერ ყურადღების მიღმა უსამართლოდ დარჩენილ ამ ეროვნულ მოძრაობაზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპული სოციალური დემოკრატიის ერთ-ერთი პირველი მაგალითია.
ქართული სოციალური დემოკრატია იყო ნაწილი რუსული სოციალური დემოკრატიისა, საიდანაც მენშევიზმი და ბოლშევიზმი იშვა. მაგრამ ინოვაციურმა თეორიულმა პროგრამებმა და პრაქტიკამ ქართული სოციალ-დემოკატია დამოუკიდებელ გზაზე დააყენა. ძლიერი ქართული ორგანიზაციების გაერთიანებამ ყველა მშობლიური კლასი გააერთიანა და მე-20 საუკუნეში ანტიკოლონიური მოძრაობის დაუჯერებელი პრეცედენტი შექმნა. ამავდროულად, ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპულ გზას ადგა - დემოკრატიის, კერძო წარმოებისა და მიწის მფობელობის დამკვიდრებას სოციალისტური იდეოლოგიის გზით ცდილობდა.
საქართველოს ისტორიაში გათვითცნობიერებული დასავლელი ისტორიკოსების მცირე ჯგუფის საუკეთესო წარმომადგენლისა და ქართულის შესანიშნავი მცოდნის, სტივენ ჯონსის ეს ნაშრომი რუსეთის იმპერიის რევოლუციური მოძრაობების შესახებ არსებულ ინფორმაციულ დეფიციტს შესანიშნავად ავსებს.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები