ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

სისხლიანი სპორტი

ფასი: 5.35
ISBN: 978-9941-18-019-4
ავტორი: დიკ ფრენსისი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 432


აღწერა

“სისხლიანი სპორტი” პოპულარული დეტექტიური ჟანრის მწერლის, დიკ ფრენსისის, ერთ-ერთი ბესტსელერია. ავტორი, თავად წარმატებული ჟოკეი, ხშირად წერს მოვლენებზე, რომლებიც მისთვის კარგად ნაცნობ ცხენოსნობის სფეროში ხდება.
ბრიტანელი დეტექტივი ჯინ ჰოუკინსი უხალისოდ თანხმდება თავის დამსაქმებელს, შეწყვიტოს შვებულება და დაეხმაროს მას დაკარგული სუფთა სისხლის ულაყის საქმის გამოძიებაში. თუმცა, თანხმდება, რადგან სხვა არც არაფერი აქვს საკეთებელი, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად.
ჰოუკინსი მალევე აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ის მოელოდა. დაკარგულია სამი უძვირფასესი ულაყი, საქმეში ჩართული თაღლითების ოჯახი დანაშაულის კვალის წასაშლელად მკვლელობაზეც კი არ იხევს უკან. ჰოუკინსი ქურდების კვალს ინგლისიდანვე აგნებს. ამასობაში კი, თავად ჰოუკინსი, რომელსაც თავისი უფროსის ქალიშვილი შეუყვარდება, მილიონერი დეივ თელერის ლამაზმანი მეუღლის ინტერესის სამიზნე ხდება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები