ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

საჯარო მართვა - მოქმედების კურსი

ფასი:  27
ISBN: 978-9941-18-099-6
ავტორი: რობერტ ბ. დენჰარტი, ჯენეტ ვ. დენჰარტი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 708


აღწერა

რობერტ ბ. დენჰარტისა და ჯენეტ ვ. დენჰარტის ნაშრომში „საჯარო მართვა“ განხილულია საჯარო ადმინისტრატორის მუშაობა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში და განსაზღვრულია პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ საჯარო და არაკომერციული ორგანიზაციები; აგრეთვე, საუბარია ვალდებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო სამსახურს, და იმ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ მოქმედებას.
წიგნში განხილულია მრავალი პრაქტიკული ასპექტი, რომელშიც საჯარო ადმინისტრატორი / სახელმწიფო მოხელე კარგად უნდა ერკვეოდეს: დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა, პერსონალი და შეფასება; აგრეთვე, ინდივიდუალური თუ ინტერპერსონალური ჩვევები, მოტივაცია, კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც ესაჭიროება წარმატებულ მენეჯერს. სახელმძღვანელოს მიზანია, წაახალისოს სტუდენტები, აქტიურად ჩაერთონ საჯარო ადმინისტრირებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ცოდნას, კვალიფიკაციასა და ღირებულებათა სისტემას, რაც დასჭირდება მომავალ საჯარო მოხელეებს, რათა ეფექტურად და პასუხისმგებლობით ემსახურონ საზოგადოებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები