ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

"ქილილა და დამანას" ვახტანგ მეფისეული ქართული თარგმანის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მისი ორიგინალის ტექსტის დადგენის საქმეში

ფასი:  
ISBN: 978-9941-18-083-5
ავტორი: მ. თოდუა
ენა: ქართულ
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 356

 

აღწერა

”ქილილა და დამანას” ორიგინალის აკადემიური ტექსტის დადგენის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ყველაზე ძველ თარგმანებს, შესრულებულს ქართულ ენაზე დავით კახთა მეფისა (XVI ს.) და უცნობი სომეხი და სპარსელი მთარგმნელების მიერ (A ვერსია) და თარგმანს, რომელიც ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ (1675-1737 წწ) დაგვიტოვა, შემდეგ კი გაასწორა სულხან -საბა ორბელიანმა (1658-1725 წწ).
A ვერსია არ არის ზუსტი თარგმანი და ამის გამო სპარსული ტექსტის დადგენის საქმეში ყოველთვის არ გამოდგება. ხოლო ვახტანგ მეფის თარგმანი ზუსტია და საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ მის ხელთ ნაქონი ორიგინალის წაკითხვები და ამით გავასწოროთ სპარსული ტექსტის დღემდე არსებული გამოცემის მრავალი მცდარი ადგილი.
წინამდებარე გამოკვლევაში, ვახტანგ მეფის თარგმანის მეშვეობით, სწორდება XII საუკუნის ორიგინალის ძეგლის ტექსტის 245 ადგილი.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები