ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

პოლიტიკური ეკონომიკის დაბეგვრის საფუძვლები

ფასი: 5.15
ISBN: 978-99940-68-25-8
ავტორი: დევიდ რიკარდო
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2007
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 396


აღწერა

ბრიტანელი პოლიტეკონომისტის, კლასიკური ეკონომიკის ცნობილი წარმომადგენლის, დევიდ რიკარდოს, ნაშრომი პირველად 1817 წელს გამოიცა. მისი, როგორც ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომიკის კლასიკოსის, ანალიზი  თანამედროვე თეორიის საფუძველია და სწორედ ამიტომ, გლობალური ეკონომიკის პირობებში, დღემდე აქტუალურია. ნაშრომში ავტორის სახელი  თავისუფალი  ვაჭრობისა და თავისუფალი გაცვლის დამცველთან ასოცირდება: რიკარდოს მიხედვით, პირადი ინტერესი საზოგადოებრივს ერწყმის და გაცვლა ცივილიზებული სამყაროს ყველა ერს/სახელმწიფოს ერთ უნივერსალურ საზოგადოებად აქცევს.
ნაშრომში გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება როგორც სხვა ცვლადები, ასევე მიწის რენტა. ავტორს არგუმენტები მოაქვს თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად და გვიჩვენებს მის სარგებელს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. წიგნში მოტანილი არგუმენტები გარკვეულწილად ვაჭრობის თანამედროვე თეორიის საფუძველია და სწორედ ამიტომ საინტერესოა დღესაც, გლობალური ეკონომიკის პირობებში.
ქართულად ეს ნაწარმოები საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, თარგმნა. წიგნის მეორე ქართული გამოცემა ძირითადად იმეორებს ფილიპე გოგიჩაიშვილისეულ თარგმანს.





მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები