ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდები

ფასი: 7,95
ISBN: 978-9941-18-159-7
ავტორი: ჯანეტ ბუტოლფ ჯონსონი, ჰ. ტ. რეინოლდსი, ჯეისონ დ. მაიკოფთან ერთად
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 752


აღწერა

„პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდები“ სტუდენტებისთვის რელევანტური, ამომწურავი და გასაგები სახელმძღვანელოს ერთგვარ სტანდარტს ქმნის და შესანიშნავად ხსნის არა მარტო „როგორ“, არამედ „რატომ“ უნდა შეისწავლონ სტუდენტებმა ეს საგანი.წიგნში წარმოდგენილია პოლიტიკის კვლევის პროცესის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვლევის პროცესში. წიგნში 6 ძირითადი კვლევაა წარმოდგენილი და საკვანძო საკითხებსა და დებატებს ეხმიანება. ილუსტრირებულია, თუ როგორ შეიძლება კვლევის მეთოდების გამოყენება პოლიტიკის კვლევის პროცესში.ახალი მასალა მოიცავს კვლევებს დასავლური პრესის გავლენის შესახებ ბეჭდურ ინფორმაციაზე არადასავლურ ქვეყნებში და ფედერალური ბიუროკრატიის პოლიტიკურ კონტროლს. წიგნი ასევე გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობების ახალ კვლევებს და გვიჩვენებს ისეთ მეთოდებს, რომლებიც სტანდარტული კვლევის პროცესს ახასიათებს.ინტერნეტზე დაფუძნებული კვლევების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, განვრცობილია დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ინტერნეტრესურსები და როგორ უნდა მოხდეს სტატისტიკური შედეგების პრაქტიკული და თეორიული იმპლიკაციები.წიგნში მოცემული, გამოყოფილი ტერმინები, თანდართული ლექსიკონი და განმარტებითი სქემები თუ ნახაზები სტუდენტებს (ასევე, ნებისმიერ მკითხველს) ისეთ უნარ-ჩვევებს ჩამოუყალიბებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, თავად აწარმოონ საკუთარი კვლევები და სხვების კვლევებიც შეაფასონ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები