ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ნოე რამიშვილი − საქართველო და რუსეთი

ფასი: 0.35 GEL
ISBN: 978-9941-18-004-0
ავტორი: ნოე რამიშვილი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 60


აღწერა

ნოე რამიშვილი − ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ დაპირისპირებაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
წერილებში ის დიდი გულისტკივილით აანალიზებს იმ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პრობლემებს, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია ქმნიდა.
აი, რას წერს იგი საქართველოს ეკონომიური მდგომარეობის შესახებ ერთ-ერთ წერილში: „შემოსევის დღიდანვე რუსეთმა დაანგრია საქართველოს ეკონომიური ცხოვრება, მთელი სიმდიდრე გაზიდა და ადგილობრივი საწარმოვო ძალები შებოჭა. მიუხედავათ ამისა, ქართული ფულის კურსი მაინც მაღლა იდგა და რუსულ ფულს რამდენიმეჯერ სჯობნიდა. პატარა საქართველო ეკონომიურათ და ფინანსიურათ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვინემ რუსეთი. ამიტომ იყო მოსკოვის ბრძანებით ქართული ფული გაუქმდა, ბათუმი ჩაკეტეს და ევროპას ძალით მოსწყვიტეს, რომ ამ გზით ხელოვნურათ დასცენ საქართველოს ეკონომიური კეთილდღეობა“.



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები