ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

მსოფლიო რელიგიები

ფასი: არ არის გაყიდვაში
ISBN: 9789941181146
ავტორი: დავით თინიკაშვილი , ზურაბ ჯაში
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 289


აღწერა

დავით თინიკაშვილისა და ზურაბ ჯაშის ნაშრომში – „მსოფლიო რელიგიები“ – საუბარია იუდაიზმის, ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმისა და სხვა რელიგიების შესახებ.

სიტყვა „რელიგია“ მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანი­დან, მაგრამ ადრეული პერიოდიდანვე იქცა ქრისტიანული ენის ნაწილად. ტრადიციულად რელიგიას განსაზღვრავენ, როგორც რწმენას ზებუნებრივის მიმართ. თუმცა არსებობს მეორე მიდგომაც, რომ­ლის მიხედვითაც რელიგია ეს არის შეხედულებებისა და ქმედე­ბების ნებისმიერი სისტემა, დამახასიათებელი ადამიანის ამა თუ იმ ჯგუფისათვის, რომელიც ადამიანისთვის ერთგვარ ორიენტირ­სა თუ თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტს შეიძლება წარ­მოადგენდეს.

რელიგია არის რწმენა ზებუნებრივის მიმართ. მაგრამ ყველა ამგვარ რწმენასაც არ შეიძლება ეწოდოს რელიგია, რადგან რელიგია უნდა ეფუძნებოდეს სულიერი ცხოვ­რების უმაღლეს ჭეშმარიტებას, სამართლიანობასა და ჰუმანურო­ბას.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები