ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

მაგიის ფერი

ფასი: 4.24 GEL
ავტორი: ტერი პრატჩეტი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 342


აღწერა

”მაგიის ფერი” დისკოს სამყაროს პირველი წიგნია. დედამიწაზე, რომელიც გიგანტურ კუს ბაკანს ეყრდნობა, მხიარული,  გიჟური და მეტისმეტად უცნაური ექსპედიცია იწყება. რა მოხდა? ახალგაზრდა მკვლევარი ახალი ტელესკოპის გამოცდისას პირველი დამკვირვებელი აღმოჩნდა, რომელმაც ქალაქის თავზე კვამლი შენიშნა. თუმცა ისე იყო დაკავებული საკუთარი კვლევებით, რომ ეს ამბავი სრულიად გადაავიწყდა. და მაინც: ის პირველი იყო! იყვნენ სხვებიც...

წიგნში შეხვდებით ძუნწ და მოუქნელ ჯადოქარს და გულუბრყვილო  ტურისტს, ტროლსა და დრაკონებს. ისინი კი,  მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობენ, თუ მათი გჯერა...კიდევ? კიდევ, რა თქმა უნდა,  სამყაროს კიდეს, რომლის იქითაც შესაძლოა სულ სხვა, პატარა სამყაროა, უფრო მოცისფრო... ბედისწერასა და სიკვდილს, რომელიც ამ ზღაპრულ სამყაროში ყოველთვის პირადად მიდის ჯადოქრების სულების წასაყვანად...

წაიკითხეთ მაგიის ფერი! იმოგზაურეთ პრატჩეტის სამყაროში!


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები