ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

კულტურით უკმაყოფილება

ფასი:  7
ISBN: 978-9941-18-128-3
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართულ
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 100


აღწერა

ამ მნიშვნელოვან ნაშრომში, ზიგმუნდ ფროიდი განიხილავს ცივილიზაციასა და ინდივიდს შორის არსებულ ფუნდამენტურ დაძაბულობას. ავტორის აზრით, დაძაბულობის საწყისი მიზეზი ინდივიდის მიერ თავისუფლების ძიებაა, მაშინ, როცა ცივილიზაცია კონფორმიზმსა და ინსტინქტების ჩახშობას ითხოვს. ფროიდის აზრით, როდესაც სიამოვნების მიღების პროცესი ხანგრძლივდება, ჩნდება მშვიდი/ზომიერი კმაყოფილების შეგრძნება. კაცობრიობის პრიმიტიული ინსტინქტები დიდხანს ნარჩუნდება/ხანგრძლივდება (მაგალითად, მოკვლის და სექსუალური წყურვილის დაკმაყოფილების სურვილი), რაც საზოგადოებისათვის აშკარად ზიანის მომტანია. შედეგად, ცივილიზაცია ქმნის ისეთ კანონებს, რომლებიც კრძალავს მკვლელობას, გაუპატიურებას და ღალატს და მკაცრ აღმკვეთ საშუალებებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კანონები ირღვევა. მსგავსი პროცესი, ფროიდის თქმით, თანდაყოლილია ცივილიზაციისათვის, რაც, თავის მხრივ, მოქალაქეებში მუდმივი უკმაყოფილების განცდას ჰბადებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები