ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

Информационная блокада Чечни

ფასი: 11.20
ISBN: 978-9941-18-026-2
ავტორი: Олег Панфилов
ყდა: რბილი ყდა
ენა: რუსული
გამოცემის წელი: 2011
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 624


აღწერა

წიგნში ოლეგ პანფილოვი აგრძელებს თავისი პუბლიკაციების სერიას, რომელიც ეძღვნება ჩეჩნეთში მიმდინარე ომების დროს ჟურნალისტების საქმიანობას. ჩეჩნეთის ორ ომში დაიღუპა 32, დაიკარგა 11, დაჭრილი და ფიზიკურად ნაწამები იქნა 80 ჟურნალისტი. მათ ემუქრებოდნენ, ესროდნენ, აკავებდნენ და შეურაცხყოფდნენ. საგულისხმოა, რომ ორივე ომში მიმდინარე გატაცების ყველა (23) ფაქტი 1997 წლის 10-თვიან პერიოდს ემთხვევა. წიგნის ავტორის აზრით, „ჟურნალისტების გატაცებით რუსეთის სპეცსამსახურები „ორ კურდღელს იჭერდნენ“ - დასავლეთს ჩეჩნების დახმარებაზე უარს ათქმევინებდნენ და რუსეთის მოქალაქეებს ჩეჩნებისა და ჩეჩნეთის მიმართ შიშს უღვივებდნენ“.
წიგნში წარმოდგენილია მონიტორინგის მასალები ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების შესახებ, მონაცემები დაღუპულ, მოტაცებულ და უკვალოდ გამქრალ ჟურნალისტებზე, სხვადასხვა გამოკვლევის შედეგები, რომლებიც წარმოაჩენს რუსულ საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებს მოყოლებული ჩეჩნეთის საინფორმაციო ბლოკადიდან - 1996 წლიდან.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები