ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ

ფასი: 6.25
ISBN: 978-99940-68-27-2
ავტორი: ადამ სმითი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2007
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 504


აღწერა

ადამ სმითის ნაშრომი „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ პირველად 1776 წელს გამოიცა. ზოგის აზრით, ამ ნაშრომმა მსოფლიოზე ბევრად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვიდრე ამავე წელს აშშ-ში გამოცემულმა „დამოუკიდებლობის დეკლარაციამ“. იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე, სმითმა სწორად და ზუსტად განსაზღვრა და ჩამოაყალიბა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები. ადამ სმითის დამსახურება ისტორიული ხასიათისაა, რადგან მან შეძლო, ეკონომიკის მეცნიერება განესაზღვრა როგორც მიდგომა და არა როგორც თეორია ან თეორიათა ნაკრები.
ქართულად ეს ნაწარმოები ინგლისურიდან 1938 წელს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, თარგმნა. წიგნის მეორე ქართული გამოცემა ძირითადად იმეორებს ფილიპე გოგიჩაიშვილისეულ თარგმანს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები