ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

დონ კიხოტესა და სანჩოს ცხოვრება

ფასი: არ არის გაყიდვაში
ISBN: 978-9941-18-148-1
ავტორი: მიგელ დე უნამუნო
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 348


აღწერა

წიგნი გთავაზობთ ფილოსოფოსისა და მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, თვალით დანახულ დონ კიხოტეს. უნამუნო ამ წიგნის გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე ცდილობდა კიხოტეს ფენომენის შესწავლას. წიგნში სერვანტესის გმირი, დონ კიხოტე, ეგზისტენციალური სკოლების აზროვნების მატარებლად, ფილოსოფიურ ჭრილშია დანახული, ხილო თავად სერვანტესი უნამუნოსთვის მეორეხარისხოვანია და ხანდახან ანტაგონისტურადაც კი არის მის მიმართ განწყობილი. უნამუნო არა მარტო ჰყვება (დონ კიხოტეს შესახებ), არამედ „გონებამახვილი/გამჭრიახი ჯენტლმენის“ ფიგურის ეგზალტირებასა და იდეალიზაციასაც კი ახდენს, მეტიც, იგი მას „ფსევდოღმერთად“ ან ფსევდოქრისტედაც კი აქცევს, რაშიც საკმაოდ დიდ რელიგიურ რწმენას დებს.

უნამუნოს ეს ნაწარმოები მიჩნეულია მისი შეხედულებების მაქსიმალურ გამოხატულებად, რომელშიც ავტორი ცდილობს ისეთი ცნებების განმარტებას, როგორებიცაა: მარადიულობა, ჭეშმარიტება, რელიგია და სიცოცხლის აზრი. წიგნი არაერთხელ გამოიცა, ქართულად კი ის პირველად ითარგმნა.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები