ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

დიმიტრი ყიფიანი − წერილები

ფასი: 0.35 GEL
ISBN: 978-9941-18-001-9
ავტორი: დიმიტრი ყიფიანი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 70


აღწერა

კრებულში მოცემულია დიმიტრი ყიფიანის წერილები და საჯარო გამოსვლების ტექსტები, სადაც ქვეყნის საზოგადოების განვითარებისათვის საჭირო პროგრესული იდეებია მოცემული. მისი ბიოგრაფიიდან ნათელი ხდება, რომ ის აქტიურად იცავდა ქართული კულტურის მრავალ სფეროს და, ამასთან ერთად, აბსოლუტურად ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. ეს სამოქალაქო ინსტიტუციების მშენებლობის კულტურაა, რომელიც თვისობრივად ახალი სოციალური ორგანიზმის ჩამოყალიბებასა და არსებულის რადიკალურ რეფორმირებას გულისხმობს.
მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, დიმიტრი ყიფიანი თითქმის ყველა ახალი და პროგრესული სოციალური პროცესის ინიციატორი და მაპროვოცირებელია. იგი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის იდეის ავტორად.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები