ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ცნობიერების ფილოსოფია - ქრესტომათია

ფასი: 13.90
ISBN: 978-9941-18-132-0
ავტორი: თამარ ცხადაძე
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 476


აღწერა

წიგნში თავმოყრილია თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალურ დარგში - ცნობიერების ფილოსოფიაში მიმდინარე დებატების განმსაზღვრელი ტექსტების ქართული თარგმანები. რა არის გონება? რა არის ცნობიერება? რა კავშირია აზროვნებასა და ტვინს შორის? როგორ არის შესაძლებელი, რომ ცნობიერება ფიზიკურ სინამდვილეზე ზემოქმედებდეს? შესაძლებელია თუ არა სხვა ადამიანთა ცნობიერების შესახებ ცოდნა? ეს და სხვა კითხვები სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ცნობიერების თვისებებისა და ფუნქციების, აზროვნების რაობისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ განსაზღვრავს ცნობიერების ფილოსოფიის საკვლევ საკითხებს. წიგნში შესულია ფილოსოფიური ტექსტები, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ცნობიერების ფილოსოფიის პრობლემების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებზე. კრებულს თემატურად აერთიანებს ცნობიერების ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი - ცნობიერებასა და სხეულს, უფრო ზოგადად, მენტალურსა და ფიზიკურს შორის მიმართების საკითხი. ამასთან, კრებულში შესული ტექსტები საინტერესოა არა მხოლოდ ცნობიერების ფილოსოფიის პრობლემებით დაინტერესებული მკითხველებისთვის. მათში წარმოდგენილი თვალსაზრისები და არგუმენტები მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიის, მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ენის ფილოსოფიის პრობლემებისთვისაც. წიგნში წარმოდგენილი არიან მე-20 საუკუნის თვალსაჩინო ფილოსოფოსები: გილბერტ რაილი, დევიდ ლუისი, ჰილარი პატნემი, ჯონ სერლი, დონალდ დევიდსონი, ჯერი ფოდორი, დენიელ დენეტი. ტექსტების უმრავლესობა უკვე მყარადაა დამკვიდრებული ანალიზური ფილოსოფიის ანთოლოგიებსა და ქრესტომათიებში და მათთან ნაცნობობა, ანალიზურად ორიენტირებულ ფილოსოფიურ წრეებში მაინც, პროფესიის წევრობის აუცილებელი პირობაა - ფილოსოფიის სპეციალობის თითქმის ყველა სტუდენტი განათლების საბაკალავრო საფეხურზევე ეცნობა მათ.



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები