ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე; III ნაწილი

ფასი: 6.60
ISBN: 978-994-18-079-8; 978-9941-18-121-4
ავტორი: ქ. ბეზარაშვილი
ენა: ქართულ
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 256


აღწერა

წიგნი III ნაწილია სამტომეულისა „ბიზანტიური და ძველი ქართული რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხები ანტიოქიური კოლოფონების მიხედვით: ეფრემ მცირე“. იგი არის XI საუკუნის ქრის¬ტიანული აღმოსავლეთის ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის რეკონსტრუქციის მცდელობა I და II წიგნში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით. მასში დეტალურად არის წარმოჩენი¬ლი ეფრემ მცირის კოლოფონების მნიშვნელობა ქართული ლიტერატუ¬რისა და კულტურის ისტორიაში, ასევე – ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის ჩამოყალიბება მიმდინარე ლიტერატურულ-კულტურული პროცესების ფონზე. ვრცლად არის განხილული XI საუკუნეში ელინოფილური მიმდინა¬რეობის ჩამოყალიბების მიზეზები და მიზნები. ამავე დროს, დეტალურად არის განხილული მთარგმნე¬ლობითი ხერხები, რომლებსაც, კოლოფონების მიხედვით, თავად ეფრემ მცირე მიმართავდა. წიგნი საინტერესო იქნება ბიზანტიური კულტურითა და ძველი ქართული ლიტერატუ¬რის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები