ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ბაბუაწვერას ღვინო

ფასი: 4.40
ISBN: 978-9941-18-017-0
ავტორი: რეი ბრედბერი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 368


აღწერა

1928 წლის ზაფხულში 12 წლის დაგლას სპოლდინგი ხვდება გამოგონილ გრინთაუნში, ილინოისში. ცხოვრებაში პირველად დაგი ზაფხულში მომხდარ მცირე და დიდი მნიშვნელობის მოვლენებს გააზრებულად აღიქვამს და მისი უმცროსი ძმის - ტომის დახმარებით იწერს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს სიურპრიზებს. ბიჭები პაპას ბაბუაწვერას ღვინოს შექმნაში ეხმარებიან, რომელიც, დაგლასის თქმით, ბოთლში მოქცეული ზაფხულის მოგონებებია; ისინი „დროის მანქანასაც“ სტუმრობენ, ასევე 90 წლის ფრილაისაც ხვდებიან, რომელსაც შაილოს ბრძოლა და დიდ ველზე მონადირე ბიზონი ახსოვს. ისინი ქალაქის ტრამვაითი ბოლოჯერ მგზავრობენ. ისტორიები გრინთაუნის სხვა მცხოვრებთაც ეხება, რომლებიც დაგლასის სიაში არიან. ლეო აუფმანი ცდილობს ბედნიერების მანქანა ააშენოს, მაგრამ ის ხვდება რომ ნამდვილი ბედნიერება უკვე სახლში მუშაობა იყო; მარტოხელა მკვლელი ქალაქის მოსახლეობას ატერორებს, სანამ მას ერთი ახალგაზრდა ქალი არ აჯობებს. 80 წლის ელენ ლუმისი და 31 წლის უილიამ ფორესტერი ხვდებიან. რომ მათ ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ სხვა დროში აღმოჩნდნენ ერთად.
ეს წიგნი შესანიშნავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგის მხიარული თავგადასავლების კითხვით ვერთობით, არც იმიტომ, რომ თავად ბრედბერის ბავშვობას გვიხატავს, არამედ იმიტომ, რომ ის ჩვენში საკუთარი ბავშვობის საოცარ მოგონებებს აღვიძებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები