ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

„ახალი ტალღები“ 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში

ფასი: 2.70
ISBN: 978-9941-18-220-4
ავტორი: თეო ხატიაშვილი
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 232

 

აღწერა


ფრანგულ კინემატოგრაფიაში 50-იანი წლების ბოლოს დაწყებული ე.წ. „ახალი ტალღის“ გარდა, წიგნში განხილულია დაახლოებით იმავე პერიოდში განვითარებული რამდენიმე კინემატოგრაფიული მოვლენა, კერძოდ: „ახალი ამერიკული კინო“, „ინგლისური თავისუფალი კინო“ და „ახალგაზრდა გერმანული კინო“; მათი წარმოშობისა და ფორმირების განსხვავებული სოციო-პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი, ასევე, ის, რაც მათ აახლოებს: მეამბოხე რიტორიკა, კონტრკულტურული განწყობები და ახალი კინოენის ძიება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში 50-60-იან წლებში განვითარებული ეს კინომიმართულებები კარგად აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდრო და კომპლექსურია პოლიტიკური და კულტურული პროცესების ურთიერთკავშირი და მნიშვნელოვანია პრობლემების მხატვრული ენით რეფლექსირება.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები