ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ავალონის თოფები

ფასი: 3.6
ISBN: 978-9941-18-025-5
ავტორი: როჯერ ზელაზნი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2011
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 267


აღწერა

როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალრიცხოვანი მოთხრობისა და რომანის ავტორია. სამჯერ დაჯილდოვდა ”ნებიულას” პრემიით (14 ნომინაციიდან) და ექვსჯერ - ”ჰიუგოს” პრემიით (ასევე 14 ნომინაციიდან).
მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის ბევრია მითოლოგიური პერსონაჟი ნორვეგიული, იაპონური, ირლანდიური და სხვა ხალხების მითოლოგიიდან, ისევე, როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები.
”ავალონის თოფები”  მეორეა  ”ამბერის ქრონიკების”  სერიის ათი რომანიდან. ამბერის ქრონიკების მეორე წიგნის, „ავალონის თოფების“ თხრობა იქ გრძელდება,სადაც „ამბერის ცხრა პრინცი“ დასრულდა.

კორვინმა გადაწყვიტა იბრძოლოს კუთვნილი გვირგვინისთვის ანარეკლების სამყაროში, მაგრამ მის გეგმებს აფერხებს უეცრად ჩამოწოლილი წყვდიადი, რომელიც თანდათან ეუფლება ამბერის სამეფოს და ყველა მის მმართველს.
და ისევ: კორვინმა არ იცის ვის ან რამდენად უნდა ენდოს . . .

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები