ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულები

ფასი: 3.00
ISBN: 978-9941-18-198-6
ავტორი: ბრუნო ლატური
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2014
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 228

 

აღწერა

ბრუნო ლატურის მიერ 1991 წელს დაწერილმა და დღეისათვის ოცზე მეტ ენაზე ნათარგმნმა ამ წიგნმა საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და მეცნიერების კვლევების ეპისტემოლოგიური გადახალისება მოახდინა. ოცდაათი წლის განმავლობაში მისი მნიშვნელობა არათუ განელდა, არამედ ბოლო წლებში ახალი ძალაც კი შეიძინა იმით, რომ ფუნდამენტურ ფილოსოფიაში, მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის ირგვლივ განვითარებულ თანამედროვე დებატებშიც შეაღწია. წიგნი არა უბრალოდ ორიგინალურ ხედვას გვთავაზობს მოდერნული გონების ძირითადი პრობლემებისა, და ამდენად მათში შესანიშნავ შესავლადაც გამოდგება, არამედ ისეთ პრობლემატიკათა დაძლევასაც ცდილობს, რომლებიც სუბიექტი/ობიექტი, ბუნება/კულტურა ოპოზიციებშია გამოხატული. მიუხედავად მასში განხილული საკითხებისა და ავტორის მიერ შემოთავაზებული თეზისების სერიოზულობისა, წიგნი არააკადემიური და, მეტიც, ემოციური ტონითაა დაწერილი, რაც მას სახალისო საკითხავად აქცევს და არასპეციალური ინტერესის მქონე მკითხველისკენაც უკაფავს გზას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები