ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

არამეული დამწერლობის განვითარება

ფასი:  4.20
ISBN: 978-9941-18-029-3
ავტორი: იოსებ ნავე
ენა: ქართულ
გამოცემის წელი: 2011
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 196

 

აღწერა

წინამდებარე წიგნში, რომელიც კლასიკური ნაშრომია არამეულ პალეოგრაფიაში, წარმოდგენილია გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნის, ძველი დასავლურ-სემიტური ენების ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის ცნობილი მკვლევრის, იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორის, იოსებ ნავეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონოგრაფიის ქართული თარგმანი. გამოკვლევაში პირველად იქნა სისტემურად განხილული ძველი არამეული დამწერლობის ევოლუციისა და გავრცელების საკვანძო საკითხები და მასთან დაკავშირებული თეორიული დებულებები. ძველი არამეული ენა და დამწერლობა მეტად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის ისტორიისთვის, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, წიგნის ქართული თარგმანი მნიშვნელოვანი იქნება როგორც ძვეელი არამეული დამწერლობის განვითარების შემეცნებისათვის, ასევე საქართველოს არამეული ძეგლების შემდგომი სისტემური კვლევისათვის. თარგმანი შესრულებულია ელენე გიუნაშვილის მიერ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები