ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ანდრეზები

ფასი: 5.80
ISBN: 978-9941-9035-5-7
ავტორი: ზურაბ კიკნაძე
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2009
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 409


აღწერა

ანდრეზები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემებია. წიგნის ავტორია პროფესორი ზურაბ კიკნაძე, ხოლო რედაქტორი - პროფესორი მერაბ ღაღანიძე. სიტყვა ”ანდრეზი” დიალექტური ფორმაა ირანული წარმოშობის სიტყვისა ”ანდერძი”, რომელიც რაიმე სიტყვიერ - ზეპირ ან წერილობით დანატოვარს ნიშნავს. აქვე ავტორი ხსნის, რომ: „ანდრეზებში გადმოცემული ამბავი სამაგალითოა, ფუძემდებლურია, მასზე დგას საზოგადოების საკულტო თუ საერო ინსტიტუციები, ქცევა, ზნეობა, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობანი, ყველაფერი, რითაც საზოგადოება არსებობს და ფუნქციონირებს, როგორც საზოგადოება, სოციუმი, ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული კრებული“.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი – ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარ-მთიულეთი, ხევი, თუშეთი – მითოლოგიური ზეპირი ტექსტების გავრცელების არეალად არის მიჩნეული და, ამდენად, ამ ნაშრომში თავმოყრილი მასალა ერთიორად მნიშვნელოვანია.
წიგნში შესული ანდრეზების უმრავლესობა არქივებიდან არის ამოკრეფილი და ახლა პირველად ქვეყნდება. ბევრი მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით მოწყობილი ფოლკლორული ექსპედიციების შედეგად არის მოპოვებული. მნიშვნელოვანი მასალა ინახება ალექსი ოჩიაურის საარქივო ფონდებშიც (მათგან დღესდღეობით სამადსამი წიგნია გამოქვეყნებული).
ნაშრომში ანდრეზები არა თემატურად, არამედ კუთხეების მიხედვით არის დალაგებული და, სწორედ ამიტომ, მკითხველი იოლად შენიშნავს ზოგიერთი კუთხის მასალათა სიუხვეს (ფშავ-ხევსურეთი) და ზოგის სიმწირეს (ხევი), ამ ყოველივეს კი თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს.
წიგნი უმდიდრეს მასალას აწვდის ფოლკლორის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს. ანდრეზების კორპუსი ახლა პირველად გამოქვეყნდა და ძალიან საინტერესოა როგორც მეცნიერთათვის, ასევე - სტუდენტებისთვის.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები