ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ამბერის ცხრა პრინცი

ფასი: 3.4
ISBN: 978-9941-18-023-1
ავტორი: როჯერ ზელაზნი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 251


აღწერა

როჯერ ჯოზეფ ზელაზნი ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი მრავალრიცხოვანი მოთხრობისა და რომანის ავტორია. სამჯერ დაჯილდოვდა ”ნებიულას” პრემიით (14 ნომინაციიდან) და ექვსჯერ - ”ჰიუგოს” პრემიით (ასევე 14 ნომინაციიდან).

მის ნაწარმოებებში ხშირად აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. ზელაზნის გმირებს შორის ბევრია მითოლოგიური პერსონაჟი ნორვეგიული, იაპონური, ირლანდიური და სხვა ხალხების მითოლოგიიდან, ისევე, როგორც რეალური ისტორიული პიროვნებები.

”ამბერის ცხრა პრინცი” პირველია ”ამბერის ქრონიკების სერიის ათი რომანიდან. ქართველი მკითხველი უსათუოდ ინტერესით ჩაერთვება რომანის თავბრუდამხვევ მოვლენებში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მწერლის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები