ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

სასტიპენდიო პროგრამა მარი სკლადოვსკა კიურის COFUND სქემის ფარგლებში

ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი (Università Ca' Foscari Venezia) აცხადებს საბუთების მიღებას Cofund  სასტიპენდიო პროგრამისთვის  „Global at Venice - Research and Training for Global Challenges“. პროგრამა დაფინანსებულია მარი სკლადოვსკა კიურის COFUND სქემის ფარგლებში (Marie Skłodowska-Curie Actions COFUND scheme) და გაიცემა 2-წლიანი სტიპენდია მკვლევრებისთვის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის საწარმოებლად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ კვლევითი პროექტი, რომელიც მიესადაგება ექვსი მულტიდისციპლინური კვლევითი ინსტიტუტის (Research for Global Challenges Institutes (RGCI) საქმიანობის სფეროდან ერთ-ერთს: 

დაინტერესებულმა პირებმა ასევე წინასწარ უნდა შეარჩიონ პოტენციური სუპერვაიზორები, რომელთა სია მოცემულია შემდეგ ბმულში: https://www.unive.it/pag/40938/

ერთ აპლიკანტს შეუძლია მხოლოდ ერთი კვლევითი პროექტის წარდგენა. კვლევითი პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი.

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და სხვა სახის დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://www.unive.it/pag/40618/ ან მიმართეთ კა’ფოსკარის უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: globalvenice@unive.it  

 

ბანერები