NEBA Alliance Open Call for Cascade Grants
ახალი ამბები
ახალი ევროპული ბაუჰაუს აკადემიის ალიანსმა (NEBA Alliance) გამოაცხადა კასკადური დაფინანსების კონკურსი რეგიონული ჰაბების გაფართოებისა და სასწავლო პროგრამების განვითარების მიზნით.
კონკურსი მიზნად ისახავს NEBA ალიანსის რეგიონული და თემატური დაფარვის გაფართოებას. დაფინანსება გაიცემა სამი ტიპის კასკადური გრანტის სახით: ახალი რეგიონული ჰაბების შექმნა, არსებულ ჰაბებთან პარტნიორობა და სასწავლო კურსების/მასალების განვითარება.
დედლაინი: 5 მაისი, 2025, 17:00 (ბრიუსელის დროით)
დაფინანსება ერთ პროექტზე:
- რეგიონალური ჰაბი – 15,000 €
- არსებულ ჰაბთან პარტნიორობა – 10,000 €
- სასწავლო კურსებისა და მასალების განვითარება – 2,000 €
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთ რომელიმე ზემოჩამოთვლილ კატეგორიას
- პროექტი უნდა მოიცავდეს ახალი ჰაბის შექმნას, არსებულთან პარტნიორობას ან სასწავლო მასალების/კურსების განვითარებას
პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?
- უნივერსიტეტებს
- კვლევით ინსტიტუტებს
- საგანმანათლებლო ცენტრებსა და აკადემიურ გაერთიანებებს
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის შეტანა: https://neb.academy/news/neba-alliance-open-call-for-cascade-grants
კითხვებისთვის: nebap.hub@upr.si
2025