კონკურსი OSCARS 2nd Open Call for Open Science Projects and Services
კონკურსები
ჰორიზონტი ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში HORIZON-INFRA-2023-EOSC-01-01 - Build on the science cluster approach to ensure the uptake of EOSC by research infrastructures and research communities გამოცხადებულია კონკურსი OSCARS 2nd Open Call for Open Science Projects and Services.
კონკურსი მხარს უჭერს მკვლევრებს ღია მონაცემთა კვლევაში და ფოკუსირებულია პროექტებზე, რომლებიც აზიარებენ კვლევის მონაცემებსა და შედეგებს FAIR პრინციპებზე დაყრდნობით. მიიღება განაცხადები ინსტრუმენტების, სერვისების ან რესურსების შესახებ, რომლებიც წაახალისებს ღია კვლევასა და ღია მეცნიერების პრაქტიკას (განსაკუთრებით მათგან, რომლებიც იყენებენ არსებულ FAIR მონაცემებს კონკრეტული სამეცნიერო საკითხების მოსაგვარებლად და ახალი შედეგების მისაღებად). პრიორიტეტი მიენიჭება მაღალი ხარისხის აპლიკაციებს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც არ მიუღიათ დაფინანსება პირველ ღია კონკურსზე და იმ აპლიკაციებს, რომლებიც განიხილავს ახალ თემებს.
მიმართულებები:
- ასტროფიზიკა, კოსმოლოგია, ნაწილაკების ან ბირთვული ფიზიკა
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ფოტონ/ნეიტრონის წყაროებზე დაფუძნებული ექსპერიმენტული კვლევა
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
- დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები
- სხვა (მიუთითეთ)
საბოლოო ვადა: 2025 წლის 14 მაისი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით)
დაფინანსება: 100 000-დან 250 000 ევრომდე (lump sum)
ხანგრძლივობა: არ არის მითითებული
ვისთვის არის კონკურსი? კვლევითი ინფრასტრუქტურების, უნივერსიტეტების, ინსტიტუტების, მცირე და საშუალო ბიზნესის და მსხვილი კომპანიების, კონსორციუმების, ასევე ცალკეული მკვლევრებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://oscars-project.eu/open-calls
2025