ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსი

ახალი ამბები

კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) გეგმავს საგრანტო კონკურსის  გამოცხადებას უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზებისა და შრომის ბაზართან მათი კავშირის გასაძლიერებლად. 

საგრანტო განაცხადის წარდგენის აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი საპროექტო იდეის თანხვედრა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან.

კონკურსის მიზანი:

  • საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შინაარსში სფეროს უახლესი ტენდენციების ასახვა;
  • სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების შემოტანა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზება კერძო სექტორის თანამონაწილეობით;
  • კურიკულუმის განვითარებაში შესაბამისი დამსაქმებლების ჩართულობა შრომის ბაზართან კავშირების გასაძლიერებლად;
  • პროექტის მიზნის მისაღწევად საჭირო ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება;
  • საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა.

საკონკურსო წინადადების წარდგენა შეუძლია:

(ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი), რომელიც სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებს შემდგომი განვითარებისა და ინოვაციების კუთხით.

(ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან ერთი მაინც უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).

გრანტის მაქსიმალური ოდენობა:

ერთი აპლიკანტის მიერ დამოუკიდებლად წარმოდგენილი წინადადებისთვის – მაქს. 110 000 აშშ დოლარი;

კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებისთვის – მაქს. 200 000 აშშ დოლარი.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა – 18 თვემდე.

საგრანტო განაცხადის წარდგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონკურსის გამოცხადებისთანავე განვითარების სამსახური გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. კონკურსის გამოცხადების სავარაუდო ვადა არის ნოემბრის დასაწყისი.

2022 

 

ბანერები