ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

ფულბრაიტის პროგრამა მკვლევრებისთვის

კონკურსები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ქართველი მკვლევრებისთვის 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში.

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა განკუთვნილია უნივერსიტეტის ლექტორებისადა აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენელთათვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომელთაც სურთ პოსტსადოქტორო კვლევის ან ლექციის ჩატარება, ასევე კვლევის განხორციელება შეერთებულ შტატებში. პროგრამის ხანგრძლივობაა 3-დან 6-თვემდე.

კანდიდატი უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში არსებულ უნივერსიტეტში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უნარი და სურვილი, კვლევები და ლექციები ჩაატარონ ამერიკის ინსტიტუტებში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუზიარონ სხვებს გამოცდილება და ცოდნა.

ფულბრაიტის პროგრამა მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია არა მხოლოდ მეცნიერისთვის, არამედ იმ უნივერსიტეტისთვის, რომლის სტუდენტი ან პროფესორიც წარმოდგენილი იქნება შეერთებულ შტატებში როგორც მკვლევარი. ფულბრაიტის მეცნიერები არიან კულტურული ელჩები და ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ თავიანთი ქვეყანა და კულტურა წარუდგინონ კვლევით და აკადემიურ ჯგუფებს.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებებით:

  • სოფლის მეურნეობა
  • ამერიკანისტიკა
  • ბიოლოგია
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ქიმია
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • საინჟინრო
  • გარემოს დაცვა
  • კინოხელოვნება
  • ისტორია
  • ინფორმაციული მეცნიერება
  • ჟურნალისტიკა
  • სამართალი
  • საბიბლიოთეკო მეცნიერება
  • მათემატიკა
  • ჯანდაცვა
  • ფიზიკა
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • ფსიქოლოგია
  • საჯარო ადმინისტრირება
  • საზოგადოებრივი/გლობალური ჯანდაცვა
  • სოციოლოგია
  • ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის სწავლება
  • თეატრი

ურბანული დაგეგმარება

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა აწარმოებდეს სადოქტორო კვლევებს/ლექციებს ან ჰქონდეს ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას სრულყოფილად;
  • უნდა ჰქონდეს J-1 ვიზის აღების უფლება, რომელიც მოითხოვს გარანტიას, რომ პიროვნება საქართველოში დაბრუნდება მინიმუმ ორი წლის შემდეგ საგრანტო პერიოდის დასრულებისთანავე
  • უნდა ჩაიტაროს სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2022 (18:00 საათი ადგილობრივი დროით).

ონლაინ კონსულტაციის დღე გაიმართება 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე  აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული https://bit.ly/3yoUcaf

2022 წელი

ბანერები