ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST (EUROPEAN COOPERATION IN SCIENCE AND TECHNOLOGY) აცხადებს საგრანტო კონკურსს მულტი და ინტერდისციპლინარული მიმართულებით.

ასოციაცია COST უზრუნველყოფს თანამშრომლობის შესაძლებლობას მკვლევრებისა და ინოვატორებისთვის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი სირთულეების დასაძლევად. COST არ აფინანსებს უშუალოდ კვლევას, მაგრამ ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვადასხვა შეხვედრის, მოკლევადიანი სამეცნიერო მისიის, ტრენინგსკოლებისა და დისემინაციის ღონისძიებების მეშვეობით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნებისმიერ სფეროში.

საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგენდეს თანამშრომლობას, რომელიც შედგება მინიმუმ 7 COST წევრი ქვეყნისგან, რომლიდანაც 1 წევრი აუცილებლად უნდა იყოს COST Inclusiveness Target ქვეყნებიდან (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთის რესპუბლიკა და თურქეთი).

შერჩეული საგრანტო განაცხადი მიიღებს დაფინანსებას დაახლოებით EUR 129.000 ფარგლებში, რომელიც გადანაწილდება 4 წელზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 29 ოქტომბერი, 12:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ: https://bit.ly/3a7t4km
კონკურსის დოკუმენტები და გაიდლაინებიhttps://bit.ly/2Z7bsio
COST შეფასებისა და შერჩევის გაიდლაინები -https://bit.ly/3jEAuPt

შიდასაუნივერსიტეტო პოლიტიკის თანახმად, ყველა საგრანტო განაცხადი წარდგენამადე უნდა გაეგზავნოს რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანსა და განვითარების სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ გრანტი არის კვლევითი, აუცილებელია, შეთანხმდეს კვლევის კოორდინაციის სამსახურთან. ამგვარი გადაწყვეტილება ამარტივებს გარეშე ორგანიზაციებთან მუშაობას და იცავს უნივერსიტეტს იმ ვალდებულებების აღებისგან, რომელთა დაკმაყოფილება მას საგრანტო პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება მოუხდეს. მათ შორისაა თანადაფინანსების უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. საგრანტო პროექტების იდეები და პრიორიტეტები რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნდა შეფასდეს. ისინი დაამტკიცებენ შიდა ფორმას, რადგან პროექტის პირობები, კერძოდ სივრცით, პერსონალით, ინვენტარითა და/ან ფინანსური რესურსებით სარგებლობა, უნივერსიტეტის რესურსის გამოყენებით და ილიაუნსა და დონორს შორის შეთანხმებით უნდა განისაზღვროს.

საგრანტო განაცხადის წარდგენამდე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და შეავსოთ განაცხადის წარდგენის ფორმა, რათა მიიღოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობა. დასტურის მიღებისთანავე განვითარების სამსახური დახმარებას გაგიწევთ ტექნიკური პრეცედურების განხორციელებაში.

გისურვებთ წარმატებას!

 

ბანერები