ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

ევროპის კავშირის კონკურსი EU TalentOn 2024 ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

კონკურსები

კონკურსი City of Science Katowice 2024 დაფინანსებულია პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ მიერ.

მასში მონაწილეობა შეუძლიათ 21-დან 35 წლამდე მეცნიერებს ევროპის ან ჰორიზონტ ევროპასთან ასოცირებული ქვეყნებიდან (მათ შორისაა საქართველო).

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებს  გაუჩნდეთ მოტივაცია, გლობალური პრობლემების საპასუხოდ ახალი, ინოვაციური და შემოქმედებითი  გზების შესამუშავებლად. 125 ახალგაზრდა  3/4/5-კაციან ჯგუფებში იმუშავებს საერთო საკონკურსო წინადადებაზე შემდეგი სამეცნიერო სფეროებიდან:

  • ადაპტაცია კლიმატის ცვლილებებთან;
  • კიბოს პრევენცია და მკურნალობა;
  • წყლებისა და ოკეანეების აღდგენა;
  • 100 კლიმატ-ნეიტრალური და „ჭკვიანი“ ქალაქი;
  • ნიადაგის მისია ევროპისთვის.

საკონკურსო ჯილდო შეადგენს 75 000 ევროს.

კონკურსი უკვე გახსნილია მონაწილეებისთვის.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://eutalenton2024.eu/

კონკურსზე რეგისტრაციის ვადაა 2024 წლის 7 ივლისი.

2024

 

 

 

 

 

ბანერები