ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

ERC Synergy Grant

კონკურსები

ევროპული კვლევების საბჭოს ფარგლებში, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი - ERC Synergy Grants.

კონკურსზე განაცხადის წარდგენა შეუძლია 2-4 მთავარ მკვლევარს Principal Investigators (PIs), რომლებიც სხვადასხვა რესურსებისა და უნარებს დახმარებით, ერთობლივად იმუშავებენ ამბიციურ კვლევით გამოწვევებზე.

თითოეული მთავარი მკვლევარი (PI) უნდა იყოს შესაბამის სფეროში კონკურენტუნარიანი სამეცნიერო გამოცდილების მქონე პირი.

საპროექტო განაცხადი შესაძლოა წარდგენილ იქნეს კვლევითი სფეროს შეუზღუდავად.

კვლევა, თითოეული PI მიერ  უნდა განხორციელდეს კერძო ან/და საჯარო კვლევით ორგანიზაციებში (მასპინძელი ორგანიზაცია), რომლებიც დაფუძნებული ევროკავშირის წევრ ან/და ჰორიზონტი ევროპასთან ასოცირებულ ქვეყანაში (გამონაკლისის სახით, ERC Synergy Grants ფარგლებში მხოლოდ ერთ მკვლევარს შეუძლია მასპინძელი ორგანიზაცია ჰქონდეს ზემოაღნიშნული ქვეყნების ფარგლებს გარეთაც).

მკვლევრებს (PIs) შეუძლიათ კვლევა განახორციელონ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე მასპინძელ ორგანიზაციაში.

ბიუჯეტი: 10 მილიონი ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: 6 წელი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 ნოემბერი

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://erc.europa.eu/apply-grant/synergy-grant

გისურვებთ წარმატებას!

2024

ბანერები