ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტი

ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2023 წლის კონკურსზე.

საგრანტო კონკურსზე შეირჩევა 10 000$-დან 500 000$-მდე ღირებულების პროექტები.

პროგრამა AFCP-ის საშუალებით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

  1. კულტურული ძეგლები – როგორებიცაა ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არა მხოლოდ;
  2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან, მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;
  3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბულს: https://bit.ly/AFCPGeorgia

გთხოვთ, საგრანტო კონკურსის/განაცხადის შესახებ კითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: Tbilisicultural@state.gov; სათაურის ველში მიუთითეთ: AFCP2023

2022

ბანერები