ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2022 წლის კონკურსზე.

პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

  • კულტურული ძეგლები, როგორებიცაა: ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;
  • კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან, მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;
  • ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები, როგორებიცაა: ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

პროექტის ბიუჯეტი: 10 000$-დან 500 000$-მდე.

წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3mnqr3X

2021 წელი

ბანერები