ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს.

პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.

პროგრამის მიზნები:

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედიაორგანიზაციებს.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50 000 აშშ დოლარია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2022, 18:00

საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ-ერთს მაინც:

  1. ეკონომიკური ზრდა:
    • სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
    • ტურიზმის განვითარება/სტუმარმასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
    • ზოგადი განათლება (იხილეთ ქვემოთ მოცემული განმარტება)
  2. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:
    • ქალების გაძლიერება
    • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
    • ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა
  3. სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:
    • ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
    • ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედიაკონტენტის წარმოებაში
    •  ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
    • კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია

შენიშვნა: ზოგადი განათლების სფეროში წარმოდგენილი პროექტები შესაძლოა მოიცავდეს I-XII კლასების დონეზე საჯარო სკოლების გაძლიერება-განვითარებას მასწავლებელთა ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით; ასევე ონლაინსწავლებისა და ვირტუალური პლატფორმების შექმნის პროექტებს, ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისთვის, რაც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო და ენების ლაბორატორიებს და სხვადასხვა დამატებით შემეცნებით აქტივობას. ზოგადი განათლების სტრატეგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

U.S. Government Education Strategy FY2019-2023 and the USAID Education Policy Program Cycle Implementation and Operational Guide)

ინფორმაცია ფედერალური გრანტის შესახებ

  • მოქმედების პერიოდი: 12 თვემდე
  • საპროექტო განაცხადების მიღება: 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით
  • მოსალოდნელი გრანტების რაოდენობა: დამოკიდებულია მოთხოვნილი საერთო ბიუჯეტის რაოდენობაზე
  • გრანტის მოცულობა: თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 50 000 აშშ დოლარი.
  • პროგრამის დაწყების მოსალოდნელი პერიოდი: 2022 წლის მაისი
  • დაფინანსების ინსტრუმენტი: გრანტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა: შემოთავაზებული პროგრამები უნდა დასრულდეს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ან უფრო ადრე.

ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ:

საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს:

  • საქართველოში დარეგისტრირებული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციები
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საქართველოში რეგისტრირებული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები.

საყურადღებო ინფორმაცია

  • სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ZIP არქივის ფორმით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ RAR ფორმატში დაარქივებული დოკუმენტაცია არ მიიღება.
  • თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის თანადაფინანსება არ არის სავალდებულო მოთხოვნა.

განაცხადების შეტანისა და საპროექტო ანკეტის წარდგენის შესახებ ინფორმაცია

განცხადების შეტანის ფორმა და შინაარსი: გთხოვთ ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციებს. საპროექტო განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, არ მიიჩნევა სრულყოფილად და განხილვისთვის შესაფერისად.

საპროექტო ანკეტის შინაარსი

გთხოვთ დარწმუნდეთ:

  • მოთხოვნა გარკვევით ესადაგება დაფინანსების შესაძლებლობის მიზნებსა და ამოცანებს
  • ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი არის ინგლისურ ენაზე
  • ყველა ბიუჯეტი არის წარმოდგენილი აშშ დოლარში და არ შეიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ). ფორმა ელფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ გამოგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება – 2022 Democracy Commission გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line).

პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების გამოგზავნა:

  • SF-424 (ფედერალური დახმარების საანკეტო ფორმა – ორგანიზაციებისთვის)
  • SF-424A (საბიუჯეტო ინფორმაცია არასამშენებლო პროგრამებისთვის)
  • SF-424B (დამატებითი ფორმა არასამშენებლო პროგრამებისთვის)
  • პროექტის საანკეტო ფორმა
  • პროექტის გუნდის ლიდერის რეზიუმე
  • სარეკომენდაციო წერილები
  • gov-ზე დარეგისტრირების ასლი
  • ორგანიზაციის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ამონაწერი

საჭირო დოკუმენტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3DZiTu5

2021 წელი

 

 

ბანერები