ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.

პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.

პროგრამის მიზნები:

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებსა და მედიაორგანიზაციებს.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50 000 აშშ დოლარია.

საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ-ერთს მაინც, ესენია:

ეკონომიკური ზრდა:

  • სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
  • ტურიზმის განვითარება/სტუმარმასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
  • ზოგადი განათლება (იხილეთ ქვემოთ მოცემული განმარტება)

გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:

  • ქალების გაძლიერება
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
  • ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა

სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:

  • ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
  • ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედიაკონტენტის წარმოებაში
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
  • კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია

შენიშვნა: ზოგადი განათლება ახლად გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამაში. ზოგადი განათლების სფეროში წარმოდგენილი პროექტები შესაძლოა მოიცავდეს I-XII კლასების დონეზე საჯარო სკოლების გაძლიერება-განვითარებას მასწავლებელთა ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით; ასევე ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისთვის, რაც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო და ენების ლაბორატორიებს და სხვადასხვა დამატებით შემეცნებით აქტივობას. ზოგადი განათლების სტრატეგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

U.S. Government Education Strategy FY2019-2023 and the USAID Education Policy Program Cycle Implementation and Operational Guide)

ინფორმაცია ფედერალური გრანტის შესახებ

  • მოქმედების პერიოდი: 12 თვემდე
  • საპროექტო განაცხადების მიღება: 2021 წლის 27 იანვრიდან 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით
  • მოსალოდნელი გრანტების რაოდენობა: დამოკიდებულია მოთხოვნილი საერთო ბიუჯეტის რაოდენობაზე.
  • გრანტის მოცულობა: თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 50 000 აშშ დოლარი.
  • პროგრამის დაწყების მოსალოდნელი პერიოდი: 2021 წლის სექტემბერი
  • დაფინანსების ინსტრუმენტი: გრანტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა:შემოთავაზებული პროგრამები უნდა დასრულდეს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ან უფრო ადრე.

ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ:

საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს:

  • საქართველოში დარეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს

საყურადღებო ინფორმაცია

  • სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ZIP არქივის ფორმით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ RAR ფორმატში დაარქივებული დოკუმენტაცია არ მიიღება.
  • ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მოიპოვონ „Unique Entity Identifier (UEI)“ და დარეგისტრირდნენ საგრანტო მენეჯმენტის სისტემაში: (https://sam.gov/SAM/). განმცხადებლები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, არ განიხილებიან დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამისათვის.
  • თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის თანადაფინანსება არ არის სავალდებულო მოთხოვნა.

განაცხადების შეტანისა და საპროექტო ანკეტის წარდგენის შესახებ ინფორმაცია

განცხადების შეტანის ფორმა და შინაარსი: გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციებს. საპროექტო განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, არ მიიჩნევა სრულყოფილად და განხილვისთვის შესაფერისად.

საპროექტო ანკეტის შინაარსი
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ

  • მოთხოვნა გარკვევით ესადაგება დაფინანსების შესაძლებლობის მიზნებსა და ამოცანებს;
  • ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი არის ინგლისურ ენაზე;
  • ყველა ბიუჯეტი არის წარმოდგენილი აშშ დოლარში და არ შეიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ). გთხოვთ, გამოგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ, გამოგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov  გთხოვთ, გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება – 2021 Democracy Commission. 

სავალდებულო განცხადების ფორმები:

  • SF-424 (ფედერალური დახმარების საანკეტო ფორმა ორგანიზაციებისთვის)
  • SF-424A (საბიუჯეტო ინფორმაცია არასამშენებლო პროგრამებისთვის)
  • SF-424B (დამატებითი ფორმა არასამშენებლო პროგრამებისთვის)
  • პროექტის საანკეტო ფორმა
  • პროექტის გუნდის ლიდერის რეზიუმე
  • სარეკომენდაციო წერილები

საინფორმაციო დღე:

23 თებერვალს, 18:00 საათზე, საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ონლაინკითხვა-პასუხის სესია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი, 2021, 18:00. 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/democracy-commission-grant-program-ka/ 

 

ბანერები