რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„ხელოვნება და ინდივიდუალობის სული მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“
ღონისძიებები
31 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ხელოვნება და ინდივიდუალობის სული მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: სტალინური რეპრესიები და ქართული ლიტერატურა, ე.შევარდნაძე და „ინტელიგენცია“, თანამედროვე მწერლის სოციალური სტატუსი.
დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.