ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში“ (IV ლექცია)

ახალი ამბები

27 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის ლექციათა ციკლის – „ქართული ლიტერატურა და სახელმწიფოს იდეა XIX-XX საუკუნეებში“ –  მეოთხე შეხვედრის თემაა „ხელოვნება და ძალაუფლება“.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ევროპული ლიტერატურა და რელიგიიდან ხელოვნების ემანსიპაციის პროცესი, რომი და ფლორენცია, რუსთაველი და ეკლესია, სულხან-საბას კონფესიონალური მოგზაურობა, ეკლესიისა და ლიტერატურის დაპირისპირებულობა პოსტსაბჭოთა საქართველოში.

დრო: 27 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები